ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ქვეითი, 83 წლის მამაკაცი.
მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: თათია გოლოშვილი











