ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 9 პაციენტი ბინაზე გაეწერა, 1 კი თბილისში გადაიყვანეს. „გორმედის“ ექიმის თქმით, პაციენტებმა მკურნალობაზე უარი თქვეს.
„წუხელ ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი გვყავდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, იგი შემოყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო და სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა მათგანს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, ერთ-ერთი, რომელიც შედარებით მძიმე იყო, თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო დანარჩენებმა უარი თქვეს შეთავაზებულ მკურნალობაზე და ბინაზე გაეწერნენ“, – განმარტა „გორმედის“ ექიმმა.
შემზარავი ავარია გორში, გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.











