გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელაც ბავშვის მამა მართავდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი კალთაში ეჯდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.











