გორში „ნაციონლური მოძრაობის“ ოფისს ქვები დაუშინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარიც. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარს „ქართულ ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, რომლის მიზანი აქტივისტების დაშინებაა. ისინი აცხადებენ, რომ აღნისნული პირველი შემთხვევა არაა და მას შემდეგ რაც გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა, „ნაცმოძრაობაზე“ ზეწოლა გაძლიერდა.
მომხდარის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.











