ამ წუთებში ხანძარია გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე, მტკვარზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდთან ახლოს.
ცეცხლი ლიანდაგის მიმდებარედ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.











