გორში, ვერხვების დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს.
მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილი ხდება, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ათამდე გასროლა დაფიქსირდა. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში მომუშავე პირების ჰკითხავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით პირველი ნაწილით (განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება) და 236მუხლით ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა, ტარება ) დაიწყო.











