„ლელოს საქართველოსთვის“ გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანას არც ერთი ადამიანი დასაკარგი არ ჰყავს.
„გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერის ტრაგედია და დიდი დანაკარგია. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მნიშვნელოვანი და მათი სიცოცხლე ქვეყნისთვის აუცილებელი. ჩვენს ქვეყანას არცერთი ადამიანი დასაკარგი არ ჰყავს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს იმ ტრაგედიას, რომელიც გუშინ ყველას ერთად დაგვატყდა თავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავარია გორში, გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.











