fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი – ჯუანშერ ბურჭულაძე

12:04 ივლისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

„2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევას და მზადყოფნის დონეს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ. თითოეულ თქვენგანს, ვინც დაბრუნდით მისიიდან, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამასთანავე, ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს მსახურობდით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ღირსეული სამსახურისთვის”,-  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

‘ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ჯარმა ამ დროის განმავლობაში მიიღო მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფას და ტერორიზმთან ბრძოლას ქართულმა ჯარმა არაერთი გმირის სიცოცხლე შესწირა და მინდა პატივი მივაგო ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურნენ ქვეყანას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მისიის შესრულებისას ჩვენს ასობით დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს და გპირდებით, უკვე გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, მაქსიმალურად გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროების მაღალი რეპუტაცია მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ასევე მივესალმები იმ სამხედროებს, რომელებიც დღესაც იმყოფებიან და მომავალშიც გააგრძელებენ სამსახურს პარტნიორებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა, მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით. ჩვენ გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენ გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნით საცხოვრებელ და სხვა სოციალურ გარანტიებს. ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მისიის დასრულება და გისურვოთ წარმატება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თეგები: ჯარიჯუანშერ ბურჭულაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას

სექტემბერი 13, 2021
786
პოლიტიკა

ბურჭულაძე: მადლობა ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის

ივლისი 22, 2021
775
პოლიტიკა

ბურჭულაძე: ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ

ივლისი 22, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია