ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით და მისგან არ იყო მოულოდნელი პარტიის დატოვება.
„არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრძოლა დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე შეუთავსებლობასთან და არ აღიარებასთან უკანონო რეჟიმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ყველა ადამიანს არ შეუძლია და ვერ მოსთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.











