„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შინაარსი მისთვის არ არის ცნობილი და აღნიშნული ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო.
„გავეცნობი. ვნახავ. ჯობია, დაურეკოთ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და ის გეტყვით, ვინ გაგცემთ ამაზე პასუხს. უნდა გადავაზუსტო. ფეისბუქზე ვნახე ახლა, რომ რაღაცა პოსტი დაიდო, მაგრამ პოსტს ვერ ვნახულობ. გავარკვევ ცოტა ხანში. შინაარსი არ ვიცი“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.











