მთავრობამ გრიპის 100 000 ვაქცინისთვის დამატებითი თანხა გამოყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში კიდევ 77 000 დოზა უნდა შემოვიდეს.
„მთავრობა ამტკიცებს დამტებით თანხას 100 000 დამატებით დოზაზე, რომელსაც იმავე კომპანიისგან ვიყიდით. დიდი ალბათობით, როგორც დამიდასტურეს, ოქტომბრის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 77 000 დოზა და ამის ზემოთ კიდევ ვმუშაობთ, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში დამატებითი დოზები იქნება მობილიზებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.











