„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას, პოლინელიენის და ა.შ.“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, უწევს თუ არა მთავარი ეპიდემიოლოგი რეკომენდაციას გრიპის ვაქცინას იმ ადამიანებისთვის,, ვინც რისკ ჯგუფში არ შედის, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გრიპის ვაქცინა არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას აცრა.
„ზოგადად თუ ამის საშუალება არის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაციას ვუწევთ ყველასთვის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას, პოლინელიენის და ა.შ. გრიპის საწინააღმდეგო აცრით თქვენ, შეიძლება აიცრათ მაგრამ გრიპი მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი მერყეობს სადღაც 60-75%. ამიტომ არის, რომ რისკჯგუფებში არიან ხანდაზუმელბი, ასევე ბავშვები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე იხილეთ ვიდეო → ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადანაიცვლა – ამირან გამყრელიძე











