fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილის პარტიის წევრი არასდროს ყოფილა

11:54 ივნისი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

წარსულში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გუბაზ სანიკიძე „პრაიმტაიმთან“ ამტკიცებს, რომ პარტია არ დაუტოვებია, რადგან „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ კადრები საპირისპიროზე მეტყველებს.

სანიკიძე აცხადებს, რომ მას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან პიროვნული ურთიერთობა აქვს და არა – პოლიტიკური.

გუბაზ სანიკიძე: „გამარჯვებული საქართველოს“ პარტიაში არ ვყოფილვარ, საინიციატივო ჯგუფში ვიყავი. ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. მე ვიყავი საინიციატივო ჯგუფში, მაგრამ არც ყრილობაში მიმიღია მონაწილეობა და არც პარტიის წევრი ვყოფილვარ – ეს თემა დახურულია.

საინიციატივო ჯგუფი აღარ არის, პარტია დაფიქსირებულია, ყრილობა ჩატარებულია, ამიტომ საინიციატივო ჯგუფიც აღარ არის.

– ბატონო გუბაზ, იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი თქვენი პოლიტიკური თანამოაზრე –  ამბობთ, რომ მის გუნდში არასდროს ყოფილხართ?

– თანამოაზრე არის ყველა, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი.

მის გუნდში არა ვარ. ჯერ ერთი, რას ნიშნავს მისი გუნდი?! ვიყავით საინიციატივო ჯგუფში ერთად, მერე პარტიის ყრილობა ჩატარდა და მე იმ ყრილობაზე არც დავსწრებივარ  და არც პარტიის წევრი ვარ, აქედან გამომდინარე. მორჩა და დამთავრდა, რა პრობლემაა?!

– გუშინ ოქრუაშვილმა თქვენზე დაწერა – „ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა დიდი ხანია და ვისთანაცაა ურჩიეთ, ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“. როგორ აფასებთ მის განცხადებას?

– არაფერი, ეს მისი ნებაა და მისი მოსაზრებაა. მე პატივს ვცემ მის მოსაზრებას და კომენტარს არ ვაკეთებ. მე და ირაკლი ოქრუაშვილს პიროვნული ურთიერთობა გვაქვს და გვექნება კიდევაც, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობა ვნახოთ… თუ დიდი გაერთიანება იქნება,  შესაძლოა, ერთად ვიყოთ. პარტიის წევრი არც ვყოფილვარ, ამიტომ სადაც არ ვყოფილვარ, იქიდან ვერც გამოვიდოდი.

– ერთ-ერთ მედიაში განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ს საელჩო უსმენს. რატომ ფიქრობთ ასე?

– ბოდიში მოვიხადე, რადგან არასწორად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. ეს საკითხი დახურულია.

– აპირებთ თუ არა სამომავლოდ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას?

– ვნახოთ, არ ვიცი. სიტუაცია განსაზღვრავს, როგორ იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, არ მიიღებენ, ამიტომ ახლა მარჩიელობა გამოგვივა. რა და როგორ იქნება, ალბათ, ამ ზაფხულში გადაწყდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: გუბაზ სანიკიძეირაკლი ოქრუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიშას სახელზე ხალხს სასოება ეცემა – გუბაზ სანიკიძე

სექტემბერი 8, 2021
892
პოლიტიკა

სანიკიძე: საქართველოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ – თვითმმართველობა და სასამართლო

ივნისი 22, 2021
769
პოლიტიკა

ოპოზიციამ მივქარეთ და მოგებული არჩევნები წავაგეთ – გუბაზ სანიკიძე

ივნისი 20, 2021
894

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია