fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გუბაზისეული რევოლუცია საქართველოში არ მოხდება – გია ვოლსკი

01:29 ნოემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

ცესკოსთან გამართულ აქციაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმნიუსი” ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის დაუკავშირდა.

როგორც ის აცხადებს, გუბაზისეული რევოლუცია საქართველოში არ მოხდება და პოლიცია დაიცვას ყველას, ვისაც დამარცხებას ჰპირდებიან…

„ცესკო აირჩიეს შეტევის ადგილად, მათთვის არასასიამოვნოდ მიდის პროცესები. მოხდა უპრეცედენტო რამ: 200-ზე მეტ უბანში უნდა ჩატარდეს მეორე ტური, სრულმასშტაბიანი საარჩევნო პროცესი გრძელდებოდა. გარდა ამისა, ბევრი უბანი გადაითვალა და ასევე, სასამართლომაც დაავალა კომისიას ხმების დათვლა და ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი.

ეს დათვლა არაფერ სიკეთეს არ მოუტანს, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ხმები აქვს დაკლებული. დისბალანსი დარღვევა არ არის და არ მიუთითებს გაყალბებაზე. უბნების რაოდენობა, სადაც დისბალანსი იყო და დაითვალეს, 3-4 ხმით იყო დაკლებული, რაც შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ ბიულეტინები ყუთებში არ ჩაყარეს, ეს განსაკუთრებით იმ ძალას ეხება, რომელიც რევოლუციას წინასწარ აცხადებს.

საქართველოს მთავრობამ, ცესკომ მაქსიმალურად გაითვალისწინა პრეტენზიები და მიმდინარეობს დემოკრატიულ სამყაროში მიღებული პროცესი. ოპოზიციას უნდა გადაეფარა აქციით, რომელსაც შესაძლოა, შეცდომაში შეყვანილი პირები ესწრებიან.

საქართველოში გუბაზისეული რევოლუცია საქართველოში არ მოხდება, ახლა მიდიან უკანასკნელ შესაძლო ზომებზე, რომლებმაც შესაძლოა, არ ჩაშალოს სააკაშვილის დასახული გეგმა.

ცესკოს ბლოკირების თაობაზე განცხადება ოპოზიციამ გააკეთა, განახორციელეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებები. პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისად. ახლა, შსს-ზე მიმდინარეობს მთავარი დაწოლა და პოლიციელები, რომლებიც დგანან თავიანთი ქვეყნის სიყვარულით, შეტევის მთავარი ობიექტები არიან.

გვახსოვს ფარული ჩანაწერები, რომლიც ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება. რა უნდა ექნათ მათ, როცა შეტევა რეალურია?!

– რამდენად რეალისტურია, თუნდაც ცესკოში შეჭრით გუბაზისეული რევოლუცია განხორციელებულიყო?

– თქვენთან სახლში რომ შემოიჭრან, პოლიციამ ისიც უნდა აღკვეთოს, ისევე როგორც – კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებაში.

– რამდენად პროპორციული იყო გამოყენებული ძალა?

– როცა ადამიანთა ჯგუფი ამბობს, რომ უნდა დაგამარცხოთ, პოლიცია ვალდებულია დაგიცვათ არ დაელოდნენ ჯებირების გადანგრევას…

– გადამეტებული ძალა ხომ არ იყო გამოყენებული სამართალდამცველების მხრიდან?

– არ მომწონს ეგ შეკითხვა. მე სიტუაციას ვხატავ და შეფასება მკითხველმა გააკეთოს.

 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს მოუწოდა ცესკოსთან გადასულიყვნენ.

„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.

აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს.  გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.

თეგები: აქცია ცესკოსთანგია ვოლსკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

დეკემბერი 30, 2021
766
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

დეკემბერი 3, 2021
790
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

დეკემბერი 3, 2021
770

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია