ორი მოზარდი ოკუპირებული გუდაუთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.
ოკუპირებულ გუდაუთაში კერძო სასტუმრო მთლიანად დაიწვა.
ქალაქის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,კერძო სასტუმროში ოჩამჩირის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა.
ასევე არიან დაზარალებულები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებში.
დაზარალებულთა რაოდენობა უცნობია.
შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა უწყების ხელმძღვანელი ლევ კვიცინია.
ავტორი: თეა შონია











