„გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩია ამბობს, იგი მმართველ გუნდთან ლაპარაკისთვის მზადაა.
„მე მზად ვარ, ქართულ ოცნებასთან ვილაპარაკო. სხვათა შორის, გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან. ასე, რომ მე ამის გამო უკან არ დამიხევია არასდროს. ვინმესთან შეხვედრა თუ იქნება საჭირო, სულ მზად ვარ შევხვდე. ამის გამო ამირჩია ქართველმა ხალხმა“,- განაცხადა ხვიჩიამ.











