გულწრფელები უნდა ვიყოთ: 2021-ი კოვიდ პანდემიის კიდევ ერთი წელი იქნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
კლუგეს თქმით, სიფხიზლის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან კოვიდის ახალმა მუტაციებმა, შესაძლოა, ვირუსის სწრაფად გავრცელებას შეუწყოს ხელი, რაც ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვას გამოიწვევს. ეს კი პანდემიასთან გამკლავებას გაართულებს.
„სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან თუ ვირუსი სწრაფად გავრცელდება, მეტი ადამიანი დაინფიცირდება და შესაბამისად, ლეტალობის მაჩვენებელიც მოიმატებს. გულწრფელები უნდა ვიყოთ: 2021-ი კოვიდ პანდემიის კიდევ ერთი წელი იქნება. თუმცა, უფრო მართვადი და პროგნოზირებადი“,-განაცხადა კლუგემ.











