ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რთული დრო დაგვიდგება. ის სკოლების დახურვის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ვირუსთან ბრძოლის უკიდურესი გზაა.
„სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ Covid-19-ის გამო დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- წერს ჰანს კლუგე.
მისი თქმით, ამჟამად ევროპაში Covid-19-ის აფეთქებაა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა WHO–ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.











