„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლადო კახაძეს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. როგორც დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “დაემორჩილება”.
„თუ ვინმეს დავჭირდები, იმ ადამიანთან ვარ და ვიქნები. როდესაც გუნდში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამ გადაწყვეტილების მონაწილე ვიქნები.
რასაკვირველია, გუნდში გავაჟღერებ იმ შეხედულებებს, რომლებიც ამ მონაკვეთში დაგროვდა და ეს იქნება გათვალისწინებული. “ქართული ოცნება” ის გუნდია, რომელიც მუდმივი განახლების პროცესშია. პოლიტიკაში ბევრი ახალგაზრდა და ბევრი პროფესიონალია საჭირო.
მე ვემორჩილები და დავემორჩილები მთლიანად გუნდის ხედვასა და გადაწვეტილებას. თუ საჭიროდ ჩაითვლება, რომ ჩემი პოტენციალის ადამიანი საჭირო იქნება, იმ ხედვით, რაც სარგებლის მომტანი იქნება, არა მარტო პარტიულობისთვის, არამედ გარე ქვეყნისათვის, რასაკვირველია, წინადადებას მივიღებ“,- განაცხადა კახაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.











