მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, გურამ დოჩანაშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.











