საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იუნკერის მაკარ ბურჭულაძის საფლავი ყვავილებით შეამკო.
რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგო პატივი.

მუნიციპალური შენობის ორივე შესასვლელში მოეწყო საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ კონკურსის ფარგლებში მომზადებული ისტორიული ფაქტებისა და რეჟიმის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალების გამოფენა.

გურიის რეგიონში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1921 წლის თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და შემდგომ ანექსია მოახდინა.











