დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის მეუღლეს და სიდედრს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„კორონავირუსი ჩემს მეუღლეს და სიდედრს დაუდასტურდათ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, რადგან გუშინ ჩემი ცოლის დას დაუდასტურდა ვირუსი. მეც გადავდივარ თვითიზოლაციაში. თავს ყველანი ნორმალურად ვგრძნობთ. ახლა გადამყავს ოჯახის წევრები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. “- განაცხადა არჩილ მჟავიამ.
მჟავიას მეუღლე, მარინა ვაშალომიძე, ოზურგეთში, სერის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. ამ წუთებში, კონსულტაციები მიმდინარეობს საოლქო კომისიაში ეპიდემიოლოგებთან იმის გასარკვევად, დაიკეტება თუ არა საარჩევნო უბანი. სერის საარჩევნო უბანი #1 საჯარო სკოლაშია განთავსებული. ასევე, უცნობია განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











