დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის მეუღლის დას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ რეგიონის ეპიდემიოლოგმა არჩილმ მჟავაიამ დაუდასტურა.
„კორონავირუსი ჩემი მეუღლის დას დაუდასტურდა. ქალბატონი პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია. ჩემი მეუღლე გადავიდა თვითიზოლაციაში, დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება იზოლაციაში ყოფნა, მეც მომიწიოს“, – გააცხადა არჩილ მჟვიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7 ლანჩხუთში, ხოლო ერთი ოზურგეთში.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











