გურიის მხარეში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი სახოკია სამხარეო ადმინისტრაციის გუნდს მადლობას უხდის.
როგორც გიორგი სახოკია ამბობს, იგი საქმიანობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აგრძელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა და საქმიანობა გავაგრძელო ახალ პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემო, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში საშუალება მქონდა მემუშავა ჩემთვის ძალიან ძვირფასი რეგიონის – გურიის საკეთილდღეოდ. მინდა მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციის მთლიან გუნდს, ვისთან ერთადაც ვიმუშავე გურიაში. მადლობა სამივე მუნიციპალიტეტს და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“,- ამბობს გიორგი სახოკია.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე უკვე დანიშნა.











