გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ქრისტიანები და მუსლიმები ილოცებენ ისე, როგორც ადრე.
„შეხვედრას ესწრებოდნენ თანასოფლელები. მათ გაიხსენეს ისტორია, ძველი ურთიერთობები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. შეთანხმება შედგა. ქრისტიანები და მუსლიმები ილოცებენ ისე, როგორც ადრე. თუ იქნება ვინმეს მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია, ეს ადმიანები ერთმანეთს დაუძახებენ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე პირები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, რათა ვითარება არ დაძაბოს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.











