გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
არჩილ ხანდამაშვილმა სინოფარმის წარმოების ვაქცინის პირველი დოზა, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გაიკეთა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ერთმანეთის სიცოცხლის დასაცავად, ვაქცინაციაში აქტიურად უნდა ჩავერთოთ. ეს არის გზა პანდემიის დამარცხებისა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებისათვის. ეს პირველი დოზაა, დაველოდები მეორე”- განაცხადა ხანდამაშვილმა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთეს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.
სინოფარმით ვაქცინაცია, კახეთშიც 4 მაისს დაიწყო.
რვა მუნიციპალიტეტიდან, ახმეტის გარდა, ვაქცინაცია ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
მთლიანად რეგიონში, უკვე 2700 მოქალაქეა აცრილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











