გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, დაზარალებული ძირკოკში მცხოვრები ცისკარიშვილების ოჯახია.
ხანძრის შედეგად, სახლის გარდა, სრულად განადგურებულია ოჯახის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები,
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებში ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











