გურჯაანის მუნიციპალიტეტში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დაიკეტა.
მუზეუმის დაკეტვა, სოფელ კარდენახში, კორონავირუსის შემთხვევამ გამოიწვია.
„პრაიმტაიმნიუსის” ინფორმაციით, კორონავირუსი დაწესებულების მენეჯერს დაუდასტურდა.
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი ადასტურებს, რომ მუზეუმში დამთვალიერებლების მიღება, ვირუსის დადასტურების გამო შეწყდა.
„ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუზეუმი დავკეტეთ. სანამ პროცესი არ ამოიწურება, ეპიდემიოლოგებმა უსაფრთხოებისთვის ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს”- განაცხადა ბეროშვილმა.
იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი კარდენახში, 20 აპრილამდე იქნება დაკეტილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











