გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც თითქმის 20 წუთს გრძელდებოდა, გურჯაანში და სოფელ ჩუმლაყში, ვენახების ერთი ნაწილი, ატმისა და ხეხილის ბაღები დააზიანა.
დატბორილი იყო ქალაქის ცენტრალური მაგისტრალიც.
ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გადასარჩენად, შესაწამლი პრეპარატებით დახმარების მოლოდინშია. მათ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ აქვს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.
მუნიციპალური ტექნიკა, სტიქიით მიყენებული ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორებას ახორციელებს.
წვიმა და სეტყვა იყო დედოფლისწყაროშიც, სადაც საკარმიდამო ნაკვეთებია დაზიანებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











