გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კორონა ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ- 19 ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა.
გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, ბაღი მუშაობას განაგრძობს.
„ქალბატონი ბაღის გახსნის დღეს მოვიდა და ამის შემდეგ, უხელფასო შვებულებაში გავიდა. თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან შეხება არ ჰქონია. როგორც ვიცი, წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული. ბაღებში ცოტა აღსაზრხელები დადიან, მაგრამ მაინც ვმუშაობთ“, – განაცხადა თევდორაშვილმა.
ეპიდემილოგებმა ბაღის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
თავად ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.
ამ შემთხვევის შესახებ, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაკეთებულა.
გურჯაანის საბავშვო ბაღებში, კორონა ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











