4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანში მოხდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აუზი, საცხოვრებელი სახლის ეზოშია აშენებული და მცირეწლოვანი ბიჭი, ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, გაეპარა.
ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი სახლში და ზუსტად რა გარემოებებში მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია.
ბავშვის ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.











