გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მძღოლი და ორი მგზავრი, გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მგზავრებს, სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











