ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, , „ფორდ ტრანზიტის “ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაუბრუნდა.
შემთხვევის შედეგად, მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო,.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ კლინიკაში მოათავსა. ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











