გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ამ დრომდე დაუდგენელია დამნაშავის ვინაობა, რომელმაც ცივი იარაღით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსა. მედიკოსების თქმით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული.
შემთვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











