გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალის„ სამშობიარო განყოფილების ექთანს კორონა ვირუსი გამოუვლინდა. საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მას პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.
„არცერთი პაციენტი არ იწვა განყოფილებაში. კონტაქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. სამი ადამიანი გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში. განყოფილების, ან საავადმყოფოს მუშაობა არ შეფეხებულა. პირიქით, ვფიქრობ, რომ ახლა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ორველაშვილმა.
დაინფიცირებული ექთანი, 50 წელს გადაცილებულია. ამ ეტაპზე, ის სახლის პირობებში მკურნალობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











