გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
პირველადი დათვალიერებით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











