გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციეხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რა რაოდენობის ზიანი მიიღო საზამთროს ტვირთის მფლობელმა, ჯერჯერობით, უცნობია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მიდიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











