გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მამაკაცს მუცლის არეში, რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია
შემთხვევის ზუსტი მოტივი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











