„99% შემთხვევები მართულია ისე, როგორც უნდა იყოს მართული და გვაქვს სამწუხარო, ძალიან ერთეული შემთხვევები, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია არა მხოლოდ შეცდომების გამო აკრიტიკებს ჯანდაცვის სისტემას, არამედ შეცდომებსაც უგონებენ.
„გუშინ რომ 7 000-კაციან მიტინგებს აწყობდნენ და ეს ხალხი რომ დღეს გამოვარდნილია და ძალიან ღელავს ამ შემთხვევებზე, ამათი სიმართლის არ მჯერა. ეს მართლა იგივეა, ჯარისკაცებს დაუწყო ლანძღვა ომში და კამპანია აწარმოო საკუთარი ჯარისკაცების და მათი მეთაურების წინააღმდეგ. გაჩუმდნენ და ნუ უგონებენ მაინც. გასაკრიტიკებელს აკრიტიკებენ, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ უგონებენ მაინც”, – განაცხადა მდინარაძემ.











