“რუსეთის გუშინდელი პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი, ასეთ პიარულ თავხედობაში გუშინ გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“ და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. ეს იყო მოკლე შეფასება გუშინ რუსები და „ნაცები“ იყვნენ პიარულ თავხედობაში გადასული და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას, რადგან ეს არის ისტორიული ფაქტი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
‘ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, უდიდესი შრომის შედეგი იყო, არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, ვისი დამსახურება იყო, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა ვულოცავდით გამარჯვებას, თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ განიზრახა ე.წ.პიარული ტრიუკების კეთება, ამის დრო ნამდვილად არ იყო. თუმცა, იკადრეს და თუ მათი მთავარი მიღწევა ჩვენგან აინტრესებთ, არის ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალეს. ეს რეზოლუცია, ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როცა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლებრივად, რომ რუსეთია ოკუპანტი და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში, ბევრ ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთისგან არ ველოდებით, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყება ხვალვე, მაგრამ დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი. როცა აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება – მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, მინიმუმ გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება და სამართლებრივი საფუძველიც, რაც აქამდე ასე მყარად არ გვქონდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გაგახსენოთ, რომ რეალურად ისკანდერის ნაწილებიც კი არ ჰქონდათ მოძიებული არათუ წარდგენილი სასამართლოში. სარჩელი შეიტანეს – მადლობა, ეს არის ერთადერთი დამსახურება, რაც გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და რაღაც მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც არ იყო საკმარისი. თითი თითზე არ ჰქონდათ დადებული. სარჩელის წარდგენა თუ მთავარი დამსხურებაა, კი ბატონო, ეს დამსახურება ჰქონდეთ, სარჩელიც არ უნდა წარედგინათ თურმე“, – განაცხადა მდინარაძემ.











