უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე პარლაემტნთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. როგორც მდინარაძე ამბობს, შარლ მიშელთან შეხვედრის მიუხედავად, დღეს ოპოზიციამ აქცია მაინც მოაწყო.
„პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია,”- განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია იმართება.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.
მოლაპარაკების 6 პუნქტი – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში











