„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ ორივე მხარემ მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით, ამიტომ ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ ამნისტიის კანონპროექტზე საერთო პოზიციაზე“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაბამისი ვერსია. მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე და შემდგომ მე ვაპირებ ნიკასთან ვიზიტს საპატიმროში, თუ შევძლებ ხვალვე, თუ არა და მაქსიმუმ ზეგ. მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიკვეთება ხვალინდელი დღის შემდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.











