fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გვაქვს მოლოდინი, რომ ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს – ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი

13:55 ნოემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წლის ბოლოს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. ცნობილია, რომ ენერგო გამანაწილებელმა კომპანიებმა – „თელასმა“ და „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ სემეკში სატარიფო განაცხადები კანონის თანახმად, ივლისში გააკეთეს. ახალი ტარიფი ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიამ დეკემბრის ბოლოსთვის უნდა განსაზღვროს.

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ვარაუდობს, რომ ტარიფი გაიზრდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება მტკივნეულია, არ გამორიცხავს, ტარიფი ყველას არ გაეზარდოს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

„შეიძლება მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს სამომხმარებლო ტარიფი და ზრდა კომერციულ ტარიფს და ზედა დონის მომხმარებელთა ჯგუფს შეეხოს, ვგულისხმობ იმ კატეგორიას, ვინც თვიურად 300 კილოვატ/საათზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ჩვენც ვხვდებით, რომ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის ტარიფები ძალიან მტკივნეულია და ცხადია, ამ კატეგორიისთვის უნდა გაკეთდეს შეღავათები, მაგრამ ამას უნდა დავარქვათ შეღავათი და ყველას არ უნდა შეეხოს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაფრის ფასი არის გაზრდილი და ელექტროენერგიის – არა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფი სოციალურ თემად მიიჩნევა. ამდენად, ვინც დარგში ვმუშაობთ კი გვაქვს მოლოდინი, რომ ტარიფები გაიზრდება, რადგან ეს იქნება სამართლიანი ამ კომპანიების მიმართ, მაგრამ იმდენად სოციალურ-პოლიტიკური საკითხი გახდა ეს, რომ არ ვიცით, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული;

ეს უკვე სემეკის და ენერგო გამანაწილებელი კომპანიების გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტი ერთია, კომპანიებს ხარჯები გაზრდილი აქვთ – რა იგულისხმება ამაში?! – როცა სამი წლის წინ ტარიფს ამტკიცებდნენ, მაშინ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასად ჩადებული იყო, დაახლოებით, 7 თეთრი, ამაში შედის ენგურჰესის ერთთეთრიანი ელექტროენერგიაც და იმპორტირებული ელექტროენერგიის მაშინდელი ტარიფი, რაც იყო 12 თეთრი და ბაზრის 5% ეკავა.

რაც დრო გადის, მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოლოდინი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. თუ მაშინ 12 თეთრად იყო იმპორტი და საბაზრო ტარიფში ეს ითარგმნებოდა 12 თეთრად, დღეს უკვე საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 15-16 თეთრის ფარგლებშია. ეს ფასი დამოკიდებულია იმპორტზეც და გარკვეულწილად ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვაზეც, მაგრამ ძირითადად მაინც განსაზღვრავს იმპორტის რაოდენობა და ფასი. მართალია, ბოლო წლებთან შედარებით, წელს ელექტროენერგიის იმპორტი შედარებით შემცირებულია, მაგრამ ვალუტის კურსიდან გამომდინარე ლარში დენომინირებული ბევრად უფრო დიდი გამოდის, ამიტომ როცა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ შემოსავალს იღებენ ლარში, ხარჯები კი გაზრდილია, ეს რაღაცნაირად სამოხმარებლო ტარიფზეც უნდა აისახოს“, – აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

ამასთან, Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ წელს სემეკმა სამომხმარებლო ტარიფი არა – 3 წლით, არამედ 1 წლით დაადგინოს, რაც თავის მხრივ, ტარიფის ზრდის დიაპაზონზეც აისახება.

საქმე იმაშია, რომ „ენერგეტიკის და წყალმომარაგების” შესახებ კანონის თანახმად, რომელიც დარგის მთლიანი რეფორმის პროცესს მოიცავს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობას დროებით აქვს უფლება, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით მანამ, სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას.

ამავე კანონის მიხედვით, შემდეგი წლიდან აღნიშნულ კომპანიებს ერთდროულად, ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების უფლება არ ექნებათ, შესაბამისად, ახალი დამოუკიდებელი იურიდიული პირები უნდა დააფუძნონ, რომლებიც უშუალოდ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვით დაკავდებიან; ამისთვის კი, კომპანიებს 1 წელი აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი წელი „თელასისთვის“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ გარდამავალია.

„თუ აქამდე ტარიფი მტკიცდებოდა სამი წლით, ახლაც მოლოდინია, რომ ტარიფი დამტკიცდეს სამი წლით, მაგრამ რადგან ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება მიმდინარეობს, შეიძლება, წელს გარდამავალი პერიოდისთვის ტარიფი ერთი წლით დადგინდეს, ვინაიდან „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და გადაცემის ფლობა და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უნდა გაიმიჯნოს. ამდენად, იმ ფორმით, რა ფორმითაც ორივე კომპანია დღეს მუშაობს, შეიძლება მხოლოდ ერთი წლით დარჩნენ, ამიტომაც შესაძლებელია, ტარიფიც დამტკიცდეს ერთი წლით, რაც მდგომარეობას სრულიად ცვლის, რადგან როდესაც კომპანია სამ წელზე აკეთებს პროგნოზს, ცხადია, ინვესტიციაც მეტია გასაკეთებელი და გათვლაც მეტ რამეზე კეთდება – ვალუტის კურსით დაწყებული, მოხმარებით დამთავრებული. ამდენად, თუ ტარიფის დამტკიცება 1 წლით მოხდა, ეს გარკვეულ შეღავათებს მისცემს, როგორც სემეკს, ისე – კომპანიებს, შესაბამისად, ტარიფის ზრდა მაღალი არ იქნება“, – განმარტა მარიამ ჩახვაშვილმა.

წყარო: BM.GE

თეგები: ელექტროენერგიათელასიმარიამ ჩავხაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

იანვარი 3, 2022
796
საზოგადოება

23 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

დეკემბერი 23, 2021
842
საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დეკემბერი 23, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია