შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობისთვის დამხარება შესთავაზა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახლა მთავრობა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფელებას ჩვენი მზაობის თაობაზე, რომ დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრიდან ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ვერტმფრენით. პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავრეთოთ პროცესში“,- განაცხადა შერიგების მინისტრმა.
ცნობისთვის, გაგრაში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსაც გადაედო.









