გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კორონავირუსის „მესამე ტალღის“ პიკი გადავიარეთ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ იყო 1500-1700 შემთხვევის ფარგლებში, ახლა 1000-ის ფარგლებშია. იმის თქმა, რომ ეს ვაქცინაციის შედეგია, ნაადრევია. თუმცა, ვაქცინაციამ თავისი მცირე წვლილი შეიტანა.
„სანამ მასობრივ ვაქცინაციას მოვახერხებთ და მოსახლეობის 60-65% ს ავცრით, მანამდე, იმისთვის, რომ მესამე პიკი მართლა დავძლიოთ, ოპტიმიზმი გვქონდეს და არა ფრთხილი ოპტიმიზმი, საჭიროა რეგულაციების შესრულება. მით უმეტეს, მას შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მოიხსნა შეზღუდვები, ერთადერთი „კომენდანტის საათი დარჩა“, ისიც შემსუბუქებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.