ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება გამოვიყენოთ რემდესივი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რა ვადაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და პრეპარატის ტრანსპორტირებისთის, საქართველოში რემდესივირს მივიღებთ, როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს, – განაცხადა ეკატრეინე ტიკარაძემ.











