fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გვარამიას ჰქონდა შესაძლებლობა გამოძიებასთან ეთანამშრომლა, რაც მან არ გააკეთა – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

20:42 ივლისი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
დავით ყაზარაშვილი

დავით ყაზარაშვილი

1.8k
ნახვა

ნიკა გვარამიას დაესვა უამრავი კითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ჰქონდა სატელევიზიო ეთერში საუბარი და უმრავლესობაზე განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, გვარამიას მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია და ეთანამშრომლა, მისივე თქმით მან ეს არ გააკეთა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ ასევე უარი თქვა, ინფორმაციის წყაროების დასახელებაზე.

„დღეს ფაქტიურად ნიკა გვარამიას მიეცა შესაძლებლობა გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია და ეთანამშრომლა, რაც მან არ გააკეთა. ნიკა გვარამიას დაესვა უამრავი კითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ჰქონდა უშუალოდ ტელეეთერებში საუბარი და უმრავლესობაზე მან განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები, ხოლო ის შემთხვევები, როდესაც წყაროები აწვდიდნენ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი.

რაც შეეხება ვარაუდებს, ასეთი ვარაუდი იყო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ბილანიშვილი და უამრავი ფაქტი იყო კიდევ, რაზეც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები. ტელეეთერებში გაკეთებული განცხადებების ნაწილში ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები და ა.შ., შესაბამისად არსებობდა ლეგიტიმური კითხვები.

ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლებელია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გააჩნდეს რაიმე სახის ინფორმაცია დაიკითხება. მე დავუსვი ნიკა გვარამიას კითხვა, რომ გაემხილა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე, თუ იყო სამოხელეო დანაშაული და ა.შ., რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს.

მან განმარტა, რომ პირების დასახელებაზე თავს შეიკავებდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ტელეეთერებზე დაყრდნობით, იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმეზე დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტახნის წინ დატოვა.

თეგები: თბილისის საქალაქო სასამართლონიკა გვარამია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

LIVE: პირდაპირი ტრანსლაცია სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან

დეკემბერი 2, 2021
968
სამართალი

ენმ სასამართლოსთან ეკრანს ამონტაჯებს, რომ პროცესს პირდაპირ ეთერში უყურონ

დეკემბერი 2, 2021
1.7k
პოლიტიკა

სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, რომელიც არ გაუვლია არავის – ნიკა გვარამია

ნოემბერი 24, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია