ვისურვებდი, საქართველოს მომავალ წელს კეთილდღეობა ჰქონოდეს. ვიცი, რომ 2020 წელს ბევრ ადამიანს გაუჭირდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ვისურვებდი, საქართველოს მომავალ წელს კეთილდღეობა ჰქონოდეს. ვიცი, რომ 2020 წელს ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ვფიქრობ, ყველას გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ ქართველები კვლავ დადგნენ ფეხზე, იყვნენ ჯანრთელად, იყვენ წარმატებული და ოპტიმისტურად იყვნენ განწობილი მომავლისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იქნება საქართველოს ძლიერი მოკავშირე და მეგობარი იმიტომ, რომ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული და აყვავებული,“ – განაცხადა დეგნანმა.











