გვინეამ ებოლა ეპიდემიად ოფიციალურად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება გვინეამ მას შემდეგ მიიღო, რაც ებოლას ვირუსით 2016 წლის შემდეგ პირველად, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ებოლას ვირუსით კიდევ 4 ადამიანია დაავადებული. მათ დიარეა, ღებინება და სისხლდენა აღენიშნებათ.
აფეთქების წყარო მედდის დასაფლავება, რომელიც გარდაცვალებიდან 4 დღეში დაკრძალეს. ტრადიციის მიხედვით ადგილობრივები მისი ცხედრის განბანვის რიტუალში მონაწილეობდნენ.
ებოლათი ინფიცირებულის ცხედარი განსაკუთრებულად ტოქსიკურია.
შეგახსენებთ, რომ 2013-2016 წლებში ებოლას ეპიდემიამ 11 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.









