გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, – ეს ფრაზა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ეკუთვნის, რომელმაც პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, მათ თავიანთი ადგილები დაიკავონ და ცვლილებებისთვის და თავიანთი ამომრჩევლების ინტერესებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მუშაობას შეძლებენ.
ცნობისათვის, პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.











